უფასო მიწოდება მთელ საქართველოში
თბილისი 45₾-დან | რეგიონები 100₾-დან
0
Empty Cart
თქვენი კალათა ცარიელია!
ქარ

წესები და პირობები

წესები და პირობები

 

სარგებლობის წესები და პირობები

ტერმინები:

„ვებ-გვერდი“ - შპს „მეამა“-ს (ს/ნ 405139425)  საკუთრებაში არსებული და ამავე კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი  (მისამართი ქ. თბილისი, გივი ამილახვარის N2) ვებ-გვერდი www.meamacofee.com და ასევე შპს „მეამა“-ს საკუთრებაში არსებული აპლიკაცია MEAMA;

„მეამა" ან/და „ჩვენ" - შპს „მეამა“  (ს/ნ 405139425 მისამართი ქ. თბილისი, გივი ამილახვარის N2);

„მომხმარებელი"  ან/და „თქვენ" - ნებისმიერ ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც იყენებს  ვებ-გვერდს www.meamacoffee.com  ან  აპლიკაციას - MEAMA

„წესები“ - ჩვენს მიერ დადგენილი წესები და პირობები, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენება.

წესები და პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე სტუმრობით, ან/და ვებ-გვერდზე/აპლიკაციაზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაიკითხა და გაიგო წესები და სრულად ეთანხმება მათ.

თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებს და პირობებს ან მათ ნებისმიერ ნაწილს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებ-გვერდით/აპლიკაციით სარგებლობა.

ვებ-გვერდის/აპლიკაციის (შემდგომ ტექსტში ორივე მოხსენიებული, როგორც „ვებ-გვერდი“) გამოყენება

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლის მიერ, პირადი გამოყენებისთვის.

დაუშვებელია:

  • ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის, ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების ან/და დიზაინის ნებისმიერი ფორმით მოდიფიცირება, გავრცელება,  გადაცემა, ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) ნებისმიერი მიზნით;

  • ვებ-გვერდის არაავტორიზებული გამოყენება; თუ მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენი სახელით.

  • ვებ-გვერდის გამოყენებისას, უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური მიმართვა, მიუღებელი მიმართვების გამოყენება, ან სხვა ნებისმიერი ნეგატიური/არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, ტრანსმისია, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს „მეამა“- ს საქმიან რეპუტაციას;

  • ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს:

  • ვებ-გვერდზე განთავსებული (მათ შორის, უზუსტო) ინფორმაციის გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანისათვის; ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს;

  • ჩვენი მხრიდან ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო,  ვებ-გვერდზე წვდომის შეუძლებლობის შემთხვევაში დამდგარ შედეგზე.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდით სარგებლობისას, დაცული იქნებით კომპიუტერული ვირუსებისგან. თქვენ უფლებამოსილი ხართ, თავად მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები, აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ზიანზე, რომელიც, შესაძლოა, დადგეს ვებ-გვერდით სარგებლობის დროს კომპიუტერული დაინფიცირების შედეგად.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს  “მეამა”-ს საავტორო უფლება.

დაუშვებელია ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის და არა მხოლოდ, ლოგოს, პიქტოგრამის, გრაფიკის, სურათის, გამოსახულების, პატენტის, მომსახურების/სასაქონლო ნიშნების, დიზაინის,  ჩვენს მიერ შექმნილი ვიზუალური მედიის და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან დაურეგისტრირებელი) უნებართვო გამოყენება, მოდიფიცირება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში).

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს  მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე უფლებამოსილების მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის გადმოწერა, ან ასლის დამზადება კომერციული მიზნებისათვის, ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

თუ ვებ-გვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩათის, ინტერაქციისა, თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, ვალდებული ხართ, წინამდებარე არხებში დააფიქსიროთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობთ ინტელექტუალურ საკუთრებას, ან გაქვთ შესაბამისი პირის თანხმობა. ამასთან ერთად, უფლებას გვანიჭებთ,  დავამუშავოთ (მათ შორის, გამოვაქვეყნოთ) თქვენ მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია კანონიერი, საკომუნიკაციო/საინფორმაციო მიზნებისათვის.

ვებ-გვერდზე მითითებული კომპანიის სახელი, სასაქონლო ნიშანი და ლოგო ეკუთვნის „მეამა“-ს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მოდიფიკაცია და/ან  ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება, ჩვენი თანხმობის გარეშე, იწვევს ჩვენი საავტორო უფლებების დარღვევას და ხელმყოფზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

კონფიდენციალურობის დაცვა

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩვენთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას,. მომხმარებლის პირად ინფორმაციას ვითხოვთ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვთხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, მესამე პირის მიერ, თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, ან/და რაიმე სახის პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე.

კონფიდენციალური ინფორმაციის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვებ-გვერდის უსაფრთხოებასა და დაცულობას. თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, მოქმედი და სრული და თქვენ იზრუნებთ ამ ინფორმაციის დროდადრო განახლებაზე, მისი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველსაყოფად.

წესებზე დათანხმებით, მომხმარებელი უფლებას გვანიჭებს, გავუგზავნოთ მას შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თაობაზე.

ანგარიშის რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის, ანგარიშთან დაკავშირებული იდენტიფიკატორების და ანგარიშით განხორციელებული ყველა აქტივობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის პოლიტიკას პერსონალური ინფორმციის დაცვის თაობაზე და ასევე მის კონფიდენციალრობის პოლიტიკას, რომელიც დამატებით  მოცემულია ამავე ვებ-გვერდზე - „კონფიდენციალურობის  პოლიტიკა“.

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

„მეამა“ უფლებამოსილია, ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს, ხოლო მათზე განთავსებული, ინფორმაციისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს ჩვენი პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

ანგარიშსწორების წესი

მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საბანკო ბარათით.

საბანკო ბარათით გადახდის განხორციელებისას გაწეული მომსახურეობის საფასური ემატება პროდუქციის ღირებულებას.

„მეამა“-ს  ანგარიშზე მომხმარებლის მიერ, გადახდილი თანხის სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ, კომპანია  მიაწვდის პროდუქციას მომხმარებელს.

ანგარიშსწორების მეთოდი: უნაღდო.

სხვა პირობები

თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის შედეგად არ დაირღვევა მოქმედი კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის ნორმები. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წესებით დადგენილი პირობები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ან თუ თქვენს მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ წესების, მოქმედი კანონმდებლობის, ან რეგულაციის დარღვევად, ან/და ჩვენი, სხვა მომხმარებლების, ან ნებისმიერი სხვა  მესამე პირის ინტერესების დარღვევად.

ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების შედეგად თქვენთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიკვლიოთ თქვენს მიერ, ვებ-გვერდით სარგებლობის ფაქტი და შესაბამისი გარემოებები, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ, რომ თქვენს მიერ დაირღვა წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი პირობა.

ჩვენ არ გაგვაჩნია იმ ინფორმაციის შენახვის ან თქვენთვის გადმოცემის ვალდებულება, რომელიც ატვირთეთ, შეინახეთ ან გაგზავნეთ ვებ-გვერდით სარგებლობის ფარგლებში, ან მისი უშუალო გამოყენების დროს და თქვენ არ გექნებათ არავითარი პრეტენზია აღნიშნულთან დაკავშირებით.

საგარნტიო პირობები

ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ასევე ეთანხმებით „მეამა“-ს საგარანტიო პოლიტიკას, რომელიც ასევე მოცემულია ამავე ვებ-გვერდზე - „დაბრუნების პოლიტიკა“.

ცვლილება

„მეამა“ უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება  წესებში და პირობებში, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. მომხმარებელი ვალდებულია, რეგულარულად გაეცნოს წესებსა და პირობებს. თქვენს მიერ, ვებ-გვერდზე სტუმრობა ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას წესებისა და პირობების მოთხოვნებზე და პირობებზე.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წესები და პირობებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წესებში და პირობებში არსებული კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

წესებთან და პირობებთან ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით,  ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გივი ამილახვარის N2 ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@meama.ge