0
Empty Cart
თქვენი კალათა ცარიელია!
ქარ

დაბრუნების პოლიტიკა

შპს „მეამა“-ს პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა

 

  1.      დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები

 

1.1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შპს „მეამას“ გააჩნია აპარატის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“).

1.2. დაბრუნება /შეცვლა გულისხმობს ნაკლოვანების მქონე აპარატის იმავე სახის აპარატით შეცვლას.

1.3. დაბრუნება/შეცვლა  შესაძლებელია შეძენიდან ქარხნული დეფექტის აღმოჩენიდან  2 (ორი) კალენდარული დღის  ვადაში.

1.4. სერვის ცენტრში აპარატის შეკეთების ვადა არის 21 კალენდარული დღე, ამ ვადაში ქარხნული წუნის აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს აპარატის შეცვლას შესაბამისი პირობებით.

2. პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის წესი:

2.1.  დაბრუნება/შეცვლას დაქვემდებარებული პროდუქტის თაობაზე უნდა ეცნობოს მეამას საინფორმაციო ცენტრს, ცხელ ხაზზე: 032 280 08 08;

2.2.  საინფორმაციო ცენტრისათვის მისაწოდებელი ინფორმაციაა: პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა მეამას ელ. ფოსტის მისამართზე: call_center@meama.ge)

2.3. პროდუქტი შეცვლას ექვემდებარე იმ შემთხვევაში თუ სახეზეა აპარატის სრული კომპლექტი-შესაფუთი ყუთი, აქსესუარები და საგარანტიო ბარათი.

2.4. „მეამა“ საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს აპარატის შეძენიდან 1 წლის განმავლობაში.

2.5. საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ბარათის წარუდგენლობის შემთხვევაში;
  • საგარანტიო ბარათის მოყვანილი მონაცემების და ინფორმაციის შეცვლის ან გადაკეთების შემთხვევაში;
  • საგარანტიო ბარათსა და აპარატზე სერიული ნომერი არ არსებობს;
  • დარღვეულია წარმოებისა და ექსპლოატაციის წესები;
  • დაზიანება და კოროზია გამოწვეულია ელექტრო ქსელის გაუმართაობით, აპარატის არაკვალიფიციური შეკეთებით ( „მეამა“-ს მომსახურების გარეშე)

2.6. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს „მეამა“ უშუალოდ  ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 21 სამუშაო დღისა.

3.  პროდუქტის დაბრუნების პირობები:

3.1.    პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

3.1.1. აპარატს აქვს ქარხნული წუნი;

3.1.2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

3.1.3. პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია;

3.1.4. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და შემოწმების  შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ აღენიშნება ვიზუალური ხარვეზი;

3.1.5. თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ბრალით;

3.2.   პროდუქტის შეცვლა წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია, შემდეგ შემთხვევებში:

3.2.1.  პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია;

3.2.2.  პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

3.2.3.  პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

3.2.4.  პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

3.2.5.  თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი. ასეთ შემთხვევაში პროდუქტის შეცვლისას პროდუქტის ახალი ღირებულებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს მომხმარებლის მიერ თანხის დამატება.